
შსს-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია და ქალს მისი გავრცელებით ემუქრებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.