
ამერიკაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 67 619 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთშაბათის მონაცემებით, დამატებით ვირუსით გარდაიცვალა 1 233 ადამიანი.
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა აშშ-ში ამჟამად 4 494 601-ს შეადგენს, მათ შორის 152 055 ადამიანი გარდაცვლილია.
ამერიკა კორონავირუსის გავრცელებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
30 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა.