მკვლელობა თუშეთში - თანასოფლელმა კაცი სანადირო თოფით მოკლა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა  მოხდა თუშეთის მაღალმთიან ზოლში - არსებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში თანასოფლელმა მამაკაცი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ნოდარ ნეკერაული ადგილზე დაიღუპა. 

ადგილობრივების თქმით, მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ფაქტზე მოკვლევას შსს-ს კახეთის პოლიცია აწარმოებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი