დღეს ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მაირნა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 31 ივლისს კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაცინტიდან 1 სამედიცინო პერსონალია. 

რვა შემთხვევიდან ხუთი გახლავთ შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გაჩიანია, კიდევ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, და ერთი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგაბიას თქმით, მის კლინიკაში ამ ეტაპზე 41 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

31 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 168 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 940;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 498;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 327,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

30 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი