"ყველაფერს ხელს აფარებს..." - შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის მამა მოკლულის ბიძას უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი იწყება.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატების ნაწილი მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების შუამდგომლობებსა და მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის, აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობებს დააყენებს. არასრულწლოვნების ადვოკატების ნაწილი დაკავებულების გათავისუფლებას, ნაწილი კი პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. 

ადვოკატები მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მტკიცებულებები დაუშვებელია

გამოძიება ექვს არასრულწლოვანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, თუმცა მტკიცებულებების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ამ მუხლებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლიც დაემატოს.

მცხეთის სასამართლოში დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა იმყოფება, რომელიც იქ გიორგი შაქარაშვილის სურათიანი და წარწერებიანი მაისურით მივიდა. ბრალდებულის მამა ამბობს, რომ სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს, მისივე თქმით, შაქარაშვილის ბიძას საკუთარი პოლიტიკურ გეგმები აქვს და რასაც ის ლაპარაკობს სიმართლე არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი