
ოზურგეთში, ბაილეთის თემის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ზურაბ ებრალიძის ოჯახში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა გამთენიისას, იმ დროს მოხდა, როცა ოჯახში ყურბან-ბაირამის დღესასწუალს აღნიშნავდნენ. ოჯახის წევრების თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, ჩამსხვრეულია შუშები და დაბზარულია კედლები.
ოთხი ადამიანი კინაღამ მსხვერპლად გვაქციეს, ხელყუმბარაა და ავღანეთის ომი ხომ არაა, ასეთ მდგომარეობაში ვართ, როგორ უნდა ავდგე, შიშის ქვეშ ვარ ყოველთვის, თუ ესეც არ გამოძიეს მაშინ ამ ქვეყანას საშველი აღარ ჰქონია, - ამბობს დაზარალებული.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტება ჯერ არ გაკეთებულა. ებრალიძეების ოჯახზე 4 წლის წინ ყაჩაღური თავდასხმაც მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი თავდამსხმელი ოჯახის წევრმა სანადირო თოფით დაჭრა.