ბრძოლა შვილების გადასარჩენად - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები კანცელარიასთან 8 საათზე აქციას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

მშობლების უწყვეტი პროტესტი გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციასთან  აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები 8 საათზე აქციას აანონსებენ და მოსახლეობის მხარდაჭერას ელიან. 

დედებმა კანცელარიასთან უკვე მეოთხე ღამე გაათენეს, თუმცა მათ არავინ ხვდება. მოთხოვნები უცვლელია - დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთ მედიკამენტს ითხოვენ, მთავრობა ისევ უარზეა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ  "ვოსორიტიდის" ქვეყანაში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება სახელმწიფოს მიერ, ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.

დედები მათი პრობლემებით დაინტერესებას სახალხო დამცველსაც სთხოვენ. ლევან იოსელიანმა მშობლებს გუშინ, ფეისბუქ პოსტით უპასუხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი