"უცებ გაშავდა, ჩაიკეცა და ზურგზე დავარდა... რომ მივედით კარებთან, იქაც ჩაიკეცა და იგივე განმეორდა" | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"უცებ გაშავდა, ჩაიკეცა და ზურგზე დავარდა... რომ მივედით კარებთან, იქაც ჩაიკეცა და იგივე განმეორდა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივა მედში" შესვლამდე ისაუბრა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. გიული ალასანია იხსენებს, რომ გუშინ მისმა შვილმა მედიკოსების თვალწინ გონება ორჯერ დაკარგა. 

"ჩემ თვალწინ მოხდა ის, რომ დაკარგა გონება, აბაზანაში აპირებდა წასვლას. ცოტა ჭამა, ცოტახანი წამოჯდა, რომ უცებ არ ამდგარიყო. ამასობაში მე გვერდზე ვდგევარ და ვეუბნები, რომ ცოტახანი დაჯექი, მოსვენებით იყავი და მერე. მერე რომ დაიძრა მეც მივყვებოდი ასე, მივიდა კედელთან და წაბარბაცდა. უცებ გაშავდა, ფერი აბსოლუტურად შავი, ასე ჩაიკეცა და გაიშხლართა მთლიანად ზურგზე, დავარდა ზურგზე, დაკარგა გონება. ცოხა ხნის შემდეგ ექამმა ჩათვალა, რომ აბა წამოვაყენებ მაინც და წავიყვან და, რომ მივედით კარებთან აი, იქ ჩაიკეცა და ისევ იგივე განმეორდა. თავი რომ არ დამეჭირა, თავს დაარტყამდა ძალიან მაგრად",- თქვა გიული ალასანიამ. 

ცნობისთვის, კლინიკა "ვივამედის" ექიმი, თამარ ჭანტურია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საყურადღებოა. 

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი