მკვლელობა თბილისში - დაკავებულია ორი პირი. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი დიმიტრი თარხან-მოურავი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა. შსს-ს ინფრომაციით, გამოძიებით დგინდება, რომ სისხლიანი გარჩევა გუშინ წერეთლის გამზირზე ნაქირავებ ბინაში მოხდა.
ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თარხან-მოურავმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ბაჩანა ეგრისელაშვილს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: