აქონდროპლაზიის სინდრომი მქონე ბავშვების მშობლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის ნიშნად ღამეს გაათევენ.
მშობლებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ ჩართული აქვთ საყვირები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შეგახსენებთ, მშობლების მარში დღეს კანცელარიიდან პარლამენტის მიმართულებით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, უკვე წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები შვილებისთვის საჭირო წამლის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. ბოლო კვირების განმავლობაში მშობლები პრემიერმინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ. ისინი რამდენიმე დღეა უკვე კანცელარიასთან ღამეებს ათევენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პრეპარატი ევროკავშირში დამტკიცებული არაა. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" ქვეყანაში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.