"ეკონომიკა ჯანსაღდება" - თურნავა ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნაზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნის ფონზე, ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის გაჯანსაღების პირველ ნიშნებს ხედავს

„ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა - ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას“ ამბობს ნათია თურნავა.

მისი თქმით, 2020 წლის ივნისში პოზიტიური დინამიკა​ აჩვენა სამთო-მომპოვებელმა სექტორმა. თურნავა ამბობს,რომ ეს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან პანდემიის მიუხედავად, ამ სექტორში შეზღუდვები არ დაუწესებიათ.

"ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა" - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5,8 პროცენტია.

ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორცილებული ვიზიტების რაოდენობა

2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.

ნათია თურნავასგან განსხვავებით, პესიმისტურია ოპოზიციის და ეკონომისტების პროგნოზი. მათი ვარაუდით ქვეყანას ეკონომიკური ზრდის სტადიაზე დაბრუნება გაუჭირდება და არანაკლებს მძიმე იქნება 2021 წელი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი