სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი | საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება.

საგარეოს კომენტარს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიების ერთობლივი მუშაობით მოხერხდა საქართველოს მოქალქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა იმ ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს. ამჟამად მოქალქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ამ დრომდე სუდანში ორი ავიაკომპანიის - MyWay Airlines-ის 13 და Geosky-ის 20 თანამშრომელია ჩარჩენილი.

 სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, 3 551 კი დაშავდა.

ამავე თემაზე:

"არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა" | საგარეო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი