"არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა" | საგარეო

გამოქვეყნდა:

"ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ჯერ ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების განცხადებითვე, ვითარება რთული და არაპროგნოზირებადია.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორებთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ჯერ ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა, 3 551 კი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი