2016 წელს დაკავებული შაურიძის ადვოკატი პროკურატურას შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

2016 წელს დაკავებული გიორგი შაურიძის ადვოკატი და ოჯახი პროკურატურას შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სამართალდამცავები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

2016 წელს უკანონოდ და წინასწარი შეცნობით პოლიციის თანამშრომლების მხრიდან იქნა დაკავებული გიორგი შაურიძე, იყო ფიზიკური დაზიანებები, გიორგი შაურიძეზე ხორციელდებოდა, ასევე, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხი. ჩვენი მოთხოვნაა ვინაიდან უკვე მეოთხე წელი სრულდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, - თქვა შაურიძის ადვოკატმა.

გიორგი შაურიძე 2016 წელს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ქურდობა და ყაჩაღობა. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი