პირი, რომელიც დედოფლისწყაროში ღარიბაშვილის სახლს მანქანით დაეჯახა, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანის დაზიანების გამო დაკავებული გიორგი გოჩიტაშვილი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის ბრალის წარდგენას ელოდება. როგორც მისი ინტერესების დამცველი ამბობს, სახელმწიფო ბრალდება ბრალის ფორმულირებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.

რაც შეეხება გოჩიტაშვილს, ის დუმილის უფლებას იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე წარმოებაში კახეთს გადასცენ. 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როცა დედოფლისწყაროში ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანი სატვირთო მანქანით დააზიანა და მიიმალა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მან დანაშაული იმ მიზეზით ჩაიდინა, რომ ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალებით დახმარება სთხოვა და უარი მიიღო. 33 წლის კაცს ორი მუხლით ედავებიან.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი