რამდენიმეწლიანი პატიმრობა ღარიბაშვილის მამის სახლისთვის მანქანის შეჯახების გამო | გოჩიტაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც სატვირთო ავტომობილი პრემიერმინისტრის მამის სახლს შეაჯახა. დედოფლისწყაროში ყვებიან, რომ გიორგი გოჩიტაშვილის ასეთი საქციელის მიზეზი პრემიერის მამის ტარიელ ღარიბაშვილისგან სამშენებლო მასალის გადაცემაზე მიღებული უარი გახდა.

ახალგაზრდა, რომელმაც ქონება სხვისი კუთვნილი სატვირთოთი დააზიანა, შემდეგ ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია და სამართალდამცველთა სხვა ჯგუფებით მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლა გოჩიტაშვილი იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი