სასამართლო კლანში ბზარი გაჩნდა. სულ უფრო მეტი მოსამართლე არ ემორჩილება სისტემას და ქართულ სასამართლოში დასავლური ღირებულებების დამკვიდრებითვის იბრძვის. ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ გადაწყვეტილებებით ადასტურებენ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ზეწოლას არ ემორჩილებიან. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც პროტესტს ღიად აფიქსირებს - მაგალითად ოთხი მოსამართლე, რომელმაც უარი არ თქვა და შეერთებულ შტატებში ტრენინგისთვის გაემგზავრა.