ყარაჯალარის მოსახლეობა საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავს. ადგილობრივები გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და სოფლის გახსნას ითხოვენ.
ამბობენ, რომ სოფლის ჩაკეტვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა, სამსახურებში ვერ დადიან, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს კი დისტრიბუტორები დაბალ ფასად იბარებენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს კი მხარის გუბერნატორი აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 61 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 38 - სოფელ ყარაჯალარში. სოფელი 24 ივლისიდან ჩაკეტილია, როდის მოიხსნება შეზღუდვები, უცნობია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.