დუმილის უფლებას იყენებს - პირს, რომელიც ღარიბაშვილის მამის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

გიორგი გოჩიტაშვილს, რომელიც სატვირთო ავტომობილით, დედოფლისწყაროში, პრემიერმინისტრის მამის სახლს დაეჯახა, ბრალი წარედგინა. 

33 წლის კაცს სახელმწიფო ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას ედავება.  გოჩიტაშვილი დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

"ბატონ გიორგის წარედგინა დღეს ბრალდება 353-ე მუხლით გათვალისწინებული სავარაუდო დანაშაულის ჩადენისათვის,რაც გულისხმობს პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას. დუმილის უფლებას იყენებს პიროვნება, საერთოდ არ უპასუხა არცერთ კითხვას. ბრალთან დაკავშირებით არავითარი აზრი არ დაუფიქსირებია", - ამბობს ადვოკატი.

"მთავარის" ინფორმაციით, გიორგი გოჩიტაშვილმა დედოფლისწყაროში ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანი სატვირთო მანქანით მას შემდეგ დააზიანა, რაც პრემიერ მინისტრის მამისგან სამშენებლო მასალებით დახმარებაზე თხოვნის პასუხად უარი მიიღო. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სიღნაღის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი