
რუისის მოსახლეობა სპორტული მოედნის დაბრუნებას ითხოვს. აქციის ორგანიზატორები იმ ადგილას
შეიკრიბნენ, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.
ადგილობრივების თქმით, სამინისტრომ ტერიტორიის გასხვისების პროცესი დაიწყო. რუისელებს ეჭვი აქვთ, რომ მოედანი უახლოეს პერიოდში გაიყიდება. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დააბრუნოს ის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი აშენდეს. მათი ინფორმაციით, ტერიტორიის გახვისება რუსულ კომპანია "ბიგ სერვისზე" იგეგმება, ამიტომ სიმბოლურად პროტესტის ნიშნად აქციაზე ომის შედეგად დარჩენილი ჭურვების ფრაგმენტებიც მიიტანეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით აკრძალული არის ამ უძრავი ქონების გადაცემა სახელმწიფოსათვის, მიუხედავად ამისა თვითმმართველობამ მაინც გადასცა სახელმწიფოს ეს ქონება. დღევანდელი აქციის მოთხოვნა არის, რომ არ გასხვისდეს ეს მიწის ნაკვეთი და სპორტული მოედანი კონკრეტულ კომპანიაზე და ასევე, სასწრაფოდ, სახელმწიფომ მუნიციპალიტეტში დააბრუნოს როგორც სპორტული მოედანი და მოეწყოს აქ სპორტული ინფრასტრუქტურა, - თქვა ადვოკატმა, ლექსო მერებაშვილმა.