"თქვენ უნდა ემსახუროთ ქვეყანას და არა კლანს და ვიღაც ღარიბაშვილებს, ვიღაც დედამო**ნულებს" - გოჩიტაშვილი მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

"თქვენ უნდა ემსახუროთ თქვენს ქვეყანას და არა კლანს და ვიღაც ღარიბაშვილებს," - ასე მიმართა 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილმა მოსამართლეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. 

გოჩიტაშვილი სოფელ დედოფლისწყაროში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლის დაჯახების ფაქტზეა დაკავებული. 

როგორც მან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეებს განუცხადა, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და თვლის, რომ სწორად მოიქცა.

"ანუ, რაც მოხდა თქვენი ლაპარაკით, ყველაფერი სწორია, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე ვთვლი რომ სწორედ გავაკეთე... ერთი შესწორება მინდა შევიტანო მანდ, რაც თქვენ ილაპარაკეთ, ყველაფერი სწორია, მაგრამ არავის არ გავუჩერებივარ მე, წინ იყო სამარშრუტო ტაქსი, მგზავრებით სავსე და მაგიტომ გავაჩერე, მხოლოდ და მხოლოდ მაგიტომ, თორემ ამათი გულისთვის არ გამიჩერებია. მე არსად გამქცევი არ ვარ და არც ახალი დანაშაულის ჩამდენი. მე ჩემი საქმე გავაკეთე, და ცოტა გამოვაფხიზლე ეს ხალხი, ამ კლანისგან გასათავისუფლებელი, ვისაც თქვენ ემსახურებით და თქვენ უნდა ემსახუროთ თქვენს ქვეყანას და არა კლანს და ვიღაც ღარიბაშვილებს, ვიღაც დედამო**ნულებს," - მიმართა გოჩიტაშვილმა მოსამართლეს მისი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. 

გოჩიტაშვილი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 25 აპრილს, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას ბრალი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობაში, მუქარასა და ძალადობაში ედება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი