მკვლელობა ხაშურის რაიონის სოფელ ალში, შემთხვევა გუშინ მოხდა. მოკლულია 53 წლის ჯონი ნოზაძე, რომელიც ნათესავმა, 53 წლის იმედა კახიძემ მოკლა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.
შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივები არ საუბრობენ, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, შსს შურისძიების მოტივზე მუშაობს, რადგან მათ წარსულში მწვავე კონფლიქტი ჰქონდათ.
გარდაცვლილი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს, რაც შეეხება ბრალდებულს ის ცხელ კვალზე დააკავეს და ხაშურში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.