ბებიის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებული ბიჭი წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ძარცვისთვის არის ნასამართლევი

გამოქვეყნდა:

კახეთში, ბებიის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. 77 წლის ქალს 26 წლის შვილიშვილი ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა.

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ძარცვისთვის არის ნასამართლევი.

დანაშაულის ჩადენის დროს ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც მამაკაცის მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის სახე უნდა დაადგინოს, ან ბრალის გაუპატიურებად გადაკვალიფიცირება გამოიწვიოს.

ახალგაზრდა კაცო ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი