28 წლის კიმ კუგოიანის ოჯახის წევრები ახალქალაქის პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ. კუგოიანის მამა ამტკიცებს, რომ პოლიციის უფროსსა და მის შვილს შორის პირადი უთანხმოება იყო, რის გამოც მას ჯერ კიდევ დაკავებამდე ერტი წლით ადრე ემუქრებოდნენ. საბოლოო ჯამში კი სახლიდან გამოსული კუგოიანი რამდენიმე ათეულმა სპეცნაზელმა დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხალხმრავალ ადგილას დააკავეს, მოწმედ სასამართლოზე მხოლოდ 4 პოლიციელი დაიკითხა.
კიმ კუგოიანი ახალქალაქის ცენტრალურ პართან დააკავეს. პროცესს ლიოვა აგაჯანიანი შეესწრო. მას იქვე კაფე აქვს და ყველაფერს ხედავდა. აგაჯანიანი გამოძიებას სთხოვდა რომ ისიც დაეკითხათ და სასამართლოზე ჩვენების მიცემასაც აპირებდა, თუმცა არ დაუკითხავთ. არც მისი ჩვენება გამოიყენა ვინმემ.
ახალქალაქის პოლიციის მაშინდელი უფროსის, გიორგი სორდიასა და კიმ კუგოიანის დაპირისპირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიყო. ახალქალაქში ბინების ძარცვის სერია მოხდა. პოლიციამ რამდენიმე ახალგაზრდა დააკავა. მათ შორის იყო კიმ კუჯგოიანიც. კუგოიანი ახალციხეში პოლციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფონზე მას დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ.
კუგოიანების ოჯახის ადვოკატი პოლიციის მხრიდან კონკრეტულ გადაცდომებზე საუბრობს. ამბობს, რომ იარაღი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმოუჩინეს, ანაბეჭდებისგან სრულიად სუფთა იყო. მას არც კუგოიანისა და არც იმ პოლიციის კვალი არ აღმოაჩნდა, რომლებმაც თითქოს პისტოლეტი ამოიღეს.
კუგიოანების ოჯახის ისტორია კარგად იცის ადგილობრივმა ოპოზიციამ. "ევროპული საქართველოს" წევრი არსენ კარაპეტიანი გვიყვება, რომ შვილის დაკავების შემდეგ ოჯახმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკიოიანს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ განაჩენი, 4 წლით
თავისუფლების აღკვეთა უკვე გამოიტანა, დეპუტატი კონკრეტული მხარდაჭრის სანაცვლოდ ოჯახს დახმარებას მაინც ჰპირდებოდა.
კუგოიანების ოჯახი დანებებას არ აპირებს. ამბობენ რომ მათ წინაარმდეგ მთელი სისტემა იბრძვის. ისინი უახლოეს მომავლში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.