თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 2 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სამოქალაქო აქტივისტი 7 მარტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
მუმლაძის თქმით, "ზონდერ-მოსამართლემ" მანუჩარ ცაცუამ ხელისუფლების მორიგი დავალება შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის, ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი მუმლაძის კიდევ ერთი სხდომაა ჩანიშნული. ამჯერად უკვე საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე. საუბარია 2021 წელს, "ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე, რა დროსაც მუმლაძე დააკავეს და ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი
ცნობისთვის, 2000 ლარი დაუჯდა მონა - ლიზას სკანდირება ნიკა კვიტატიანსაც. ის 2 მარტს რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, 9 აპრილის ქუჩაზე იდგა და მათთან ერთად მონა ლიზას ყვიროდა.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე