სასამართლომ აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

გამოქვეყნდა:

სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო."სოციალური სამართლიანობის ცენტრი", რომელიც სასამართლოში რეხვიაშვილის უფლებებს იცავდა წერს, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს შრომითი უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას. 

რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან უშუალოდ ის გადაცემა (ჰეშთეგი), რომელიც მას მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა.

"სასამართლომ ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შემდეგ ჩავგაბარებს. ამ ეტაპზე, სასამართლომ თქვა, რომ ბათილია ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მაგრამ არ მომცემს განაცდურს და არ აღმადგენს სამსახურში, რისთვისაც კომპენსაციას გადაიხდის აჭარის ტელევიზია 5 ათასი ლარის ოდენობით. თავისთავად, კომპენსაციის ეს თანხა უსამართლოდ დაბალია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, მე არ გავასაჩივრებ. ჩემი მიზანი, რომ დამემტკიცებინა - ტყუილად გამომიშვეს, მიღწეულია. ახლა ასე ვფიქრობ. ჩემს დაუღალავ და შესანიშნავ იურისტებთან საუბარი წინ მაქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას მერე გაგაცნობთ", - წერს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წელს მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლეს, რომელიც ეხებოდა მისი კოლეგის, ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის ეთერიდან უსაფუძვლო ჩამოშორების ფაქტის კრიტიკულ შეფასებებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი