ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ცივი იარაღით ცდილობდა დაზიანებების მიყენებას შალვა იაშვილისათვის - ადვოკატი ბეგიაშვილზე

გამოქვეყნდა:

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის, შალვა იაშვილის მიმართ  აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაკავებულის ადვოკატის თქმით, კი დაზარალებული ქალი, რენატა ბეგიაშვილი თავად ცდილობდა  დაზიანებები მიეყენებინა ყოფილი მეუღლისთვის.

სასამართლოს დაზარალებული არ ესწრება. მისი მამა კი ამბობს, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი უცნობია

"დღის განმავლობაში ერთად იყვნენ, იქ დაულევიათ, რენატა საკმაოდ დამთვრალა, რენატას მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თუ ეგეთი რაღაც, ტუფლი ესროლა თუ ეგეთი რაღაც. 12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ. რენატა ცხოვრობს ჩემთან...მაგათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, არ მინახია, არ შევსწრებივარ"  ამბობს დაზარალებულის მამა.

"დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები საგამოძიებო ორგანოს აწვდიან ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან, ადგილ არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, პირველივე წუთებიდან შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში მისი მხრიდან და ცდილობდა სხვადასხვაგვრი დაზიანების მიყენებას შალვა იაშვილისათვის, მათ შორის არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას. დანა დაზიანებულ მდგომარეობაში ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან" ამბობს იაშვილის ადვოკატი. 

იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა.

პროკურატურამ მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარუდგინა, რა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი