
"ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს გვეუბნება. აშკარაა, რომ ხელისუფლება 22 ივნისამდე ვადას დაარღვევს და ნიკა გვარამიას უფლებები კიდევ ერთხელ დაირღვევა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გარამიას უფლებადამველი, დიტო საძაგლიშვილი საუბრობს.
გარდა ამისა, მისივე თქმით, არ არის დაკომპლექტებული სასამართლო პალატის შემადგენლობაც, რომლებმაც ნიკა გვარამიას საჩივარი უნდა განიხილონ.
"რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლებრივი პროცესიც აღარ არსებობ, რადგან საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს, რომ უზენაესმა სასამართლომ საჩივარი უნდა განიხილოს 6 თვის განმავლობაში. ჩვენ საჩივარი შევიტანეთ 22 დეკემბერს და აქედან დაიწყო ვადის ათვლა, შესაბამისად კანონის კანონისმიერი ვადა იწურება 22 ივნისს და ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ 22 ივნისს განხილვა კი არ უნდა ჰქონდეს უზენაეს სასამართლოს დასრულებული, არამედ გადაწყვეტილება უნდა ჰქონდეს მიღებული.
ამ ვადის ორი მესამედი ისე გავიდა, რომ უზენაესმა სასამართლომ არ გააკეთა არაფერი. უფრო მეტიც, სასამართლო პალატის შემადგენლობაც არ არის დაკომპლექტებული, ვინც უნდა განიხილოს ნიკას საჩივარი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, დღემდე ამ მდგომარეობაში ვართ, ფაქტობრივად მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს გვეუბნება უზენაესი სასამართლო.
მართალია, დარჩენილია 22 ივნისამდე მაგრამ აქედანვე აშკარაა, რომ ამ ვადას ხელისუფლება დაარღვევს და ნიკა გვარამიას უფლებები კიდევ ერთხელ დაინგრევა მისი, კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოო უფლება კიდევ ერთხელ დაირღვევა, იმით, რომ სასამართლო არ განიხილავს უბრალოდ ამ ვადაში ჩვენს საჩივარს და დაგვტოვებს უპასუხოდ.
არ არის გამორიცხული, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხელისუფლებას უჭირს, იმ ორი მოსამართლის მოძებნა, რომელმაც მერაბ გაბინაშვილთან ერთად უნდა მოაწერონ ხელი წინასწარ დაწერილ უკანონ განაჩენს, უჭირს იმიტომ, რომ ისინიც შეძლება იყვნენ შემდეგი [რომლებსაც დაასანქცირებენ] და დაეკისრებათ პასუხისმგებლობა" - თქვა დიტო საძაგლიშვილმა
ცნობისთვის, ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეს პირველ ინსტანციაში განიხილავდა. ე.წ. მანქანის ეპიზოდზე, მან მთავარი არხის გენერალურ დირექტორს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.