
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა პარასკევს კორონავირუსის 67 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით გარდაიცვალა 1 259 ადამიანი.
ჯამური მონაცემების მიხედვით, ამერიკაში ვირუსის 4 562 038 შემთხვევა აღირიცხა, მინიმუმ 153 314 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 438 160 გამოჯანმრთელდა.
ამერიკა კორონავირუსის გავრცელებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
30 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა.