მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევები 8 458-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

პარასკევს, მექსიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8 458-ით გაიზარდა, დამატებით გარდაიცვალა 688 ადამიანი.

ჯამური მონაცემების მიხედვით, მექსიკაში კორონავირუსის 424 637 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია 46 688 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 327 115.

კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით მექსიკა მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით მან ინგლისს გადაუსწრო და ფატალური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა.

30 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი