
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, პირველ აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან ყველა შემოტანილი შემთხვევაა.
ეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა შემოტანილი გახლავთ და არიან ყველანი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
მისი განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი შემთხვევა დაემატათ და ჯამში მკურნალობას 43 პაციენტი აგრძელებს.
პირველ აგვოსტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
30 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა.