"ლაზარე და თორნიკე განსაჯონ ნაფიცმა მსაჯულებმა...1-ელ მაისს სასამართლოსთან მობრძანდეთ ყველანი" - გრიგორიადისის მამა

გამოქვეყნდა:

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მარტის აქციაში მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე უნდა იმსჯელოს, რომელიც ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნაა, რომ ლაზარე გრიგორიდისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები არა სანქცირებულმა მოსამართლეებმა, არამედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

"ლაზარე და თორნიკე რომ განსაჯონ ნაფიცმა მსაჯულებმა. მე მინდა, ვთხოვო და მოვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ეს საქმე რაც შეიძლება მალე განიხილონ, იმიტომ, რომ დრო აღარ არის როგორც მე ვიცი. ყველა ორგანიზაციას - არასამთავრობოს, ახალგაზრდებს, პოლიტიკურ პარტიებს. 1-ში სასამართლოსთან მობრძანდეთ ყველანი, რათა სასამართლომ არ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაცაა ზემოდან ნაკარნახევი",- ამბობს ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. 

თორნიკე აკოფაშვილი ამბობს, რომ ითხოვს რომ არ გაასამართლოს "ვიღაც სანქცირებულმა და კორუმპირებულმა მოსამართლეებმა" და მოქალაქეებს 1 მაისს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

მოთხოვნას დღეს "თავისუფლების ინსტიტუტი" შეუერთდა. მათ დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან ერთად განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დაუშვებელია 2 ადამიანის ბედი დამოკიდებული იყოს სასამართლოზე, რომლის მიმართ ნდობა არ არსებობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი