12 წლის ანა მოკლულია | "ოცნების" უცვლელი ხელწერა გახმაურებული საქმეების ჩასაფარცხად

გამოქვეყნდა:

12 წლის ანა მოკლულია - არადა საგამოძიებო უწყებები დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები, რომ გოგონას საკვები გადასცდა და დაიხრჩო. Post Factum-მა ამ საქმის ძიება პირველივე საათებიდან დაიწყო და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს სავარაუდო მკლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა.

სხვაგვარად ვერ იხსნება დაზიანებები სხეულზე, რაზეც ჩვენს რეპორტაჟშიც ვსაუბრობდით. და რაც ახლა ექსპერტიზამაც დაადასტურა. ანუ 2 წლის შემდეგ ისევ განმეორდა ტრაგედია, რომელიც ძალიან გავს გიორგი შაქარაშვილის საქმეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა და პირველივე საათებში სახელისუფლებო საინფორმაციო არხებით მინიშნებები უბედურ შემთხვევაზე, ფეხის დაცდენაზე, საკვების გადაცდენაზე და ა.შ.

მაშინ შაქარაშვილის საქმის ჩაფარცხვა არ გამოუვიდათ და ამისი ერთადერთი მიზეზი "მთავარი არხია" და მას შემდეგ უკვე გამოძიებების სერია, რომელიც ნიკა გვარამიამ ჩაატარა. დიახ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ არხის დამფუძნებელი დღეს ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, სწორედ ისაა, რომ ჩვენ არასდროს მივიდვართ კომპრომისზე სიმართლესთან და ჩვენს ვალდებულებასათან, ვეძებოთ ის.

სწორდ ამიტომაც უნდათ "მთავარის" გაქრობა, როცა შსს-ს მთელი არაფორმალური არხები უბედური შემთხვევის შესახებ ვერსიას ავრცელებდნენ, ჩვენ ფაქტების და გარემოებების გადამოწმება დავიწყეთ, და ეს ვერსია სრულად ჩამოიშალა.

არავინ იცის, რას დაწერდა ექსპერტიზა, საზოგადოებას და მედიას ასე ერთხმად რომ მიეღო ზევიდან ჩამოგებული ვერსია ამ უმძიმესი ტრაგედისაა. და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალაქში, ჩვენს შორის დადის 12 წლის გოგონას მკვლელი და ამ ფაქტსაც კი, ასე ღიად, სისტემა არ აღიარებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი