
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 57 118 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც რეკოდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
დილის მდგომარეობით, ინდოეთს სულ 1 695 988 დადასტურებული შემთხვევა აქვს, რომელთაგან 565 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა. გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 1 მილიონზე მეტია, ხოლო გარდაცვლილია სულ მცირე 36 511 პირი.
ინდოეთი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მიხედვით მესამე ადგილზეა.
30 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა.