ხვალ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი განახლდება, პარალელურად ჩანიშნულია კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურის, თორნიკე აკოფაშვილის პროცესი. რომელის წინააღმდეგაც საქმე ასევე 7-8 მარტის აქციების გამოა აღძრული.
ერთ შემთხვევაშიც მტრის ხატი ლაზარეს სახით პროპაგანდის კრიტერიუმებით შეარჩიეს. როგორც ჩანს, აკოფაშვილის სახით ახლა ცდილობენ უკრაინაში მებრძოლი ათასობით ქართველისგან შექმნან მტრის ხატი, მათ ხომ ისედაც დაქირავებულ ბოევიკებს ეძახის კობახიძეს და ღარიბაშვილი.ახლა აკოფაშვილს ლაზარზე კიდვე უფრო დიდხნიანი საპატიმრო სასჯელით ემუქრებიან.
მოკლედ - რუსული კანონის ავტორებმა ახლა ჩათვალეს, რომ საფრთხემ გადაიარა, ხალხის ემოციები მიცხრა და ისევ რეპრესიული მანქანა აამოქმედეს. მთავარი ჯალათის როლში კი ისევ ქართული მართლმსაჯულება აღმოჩნდა სანქცირებული მოსამართლეთა კლანით.