სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საიდუმლო ქრისტიანული სექტის დამფუძნებელი დააპატიმრა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე დიდ გავრცელების საქმესთანაა კავშირში. არსებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა.
ლი მან-ჰე არის შინჩონჯის იესოს ეკლესიის მეთაური, რომელსაც უკავშირდება 5 200-ზე მეტი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, რაც სამხრეთ კორეის ჯამური შემთხვევების 36%-ია.
პროკურორები ირწმუნებიან, რომ სხვა სექტის ლიდერებთან ერთად ლი მან-ჰე მალავდე ინფორმაციას მინიმუმ მის 200 000 მიმდევარზე, მაშინ, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკი იყო. რელიგიური ლიდერი, რომელიც კორონავირუსს "ეშმაკის ქმედებას" უწოდებდა, უკანონოდ მალავდა სექსტის შეხვედრის ადგილებს, წევრების დეტალებს თუ სხვა ინფორმაციას თებერვლაში, როცა ხელისუფლებამ საქმის გამოძიება დაიწყო.
ლი ასევე ეჭვმიტანილია ეკლესიის ფონდებიდან დაახლოებით 5,6 მილიარდის მითვისებაში.
სექტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლი შეშფოთებული იყო მთავრობის მოთხოვნით წევრების პირადი ინფორმაციის გაცემის შესახებ, მაგრამ მას არასდროს უცდია რამის დამალვა.