საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პირველი სხდომა გრძელდება. ამ წუთებში მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს. შუამდგომლობისთვის ემზადება დაცვის მხარეც. ადვოკატები სასამართლოს პატიმრობის ნაცვლად 20 ათას-ლარიან გირაოს შესთავაზებენ. ოჯახი კი მოითხოვს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
"მოლოდინები, ჩემს გულში მინდა, რომ ლაზარე გირაოთი მაინც გაათავისუფლონ. და თვითონ სასამართლო რას იტყვის, მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დავალება როგორ აქვთ ზემოდან მიღებული, არ ვიცი", - ამბობს ლაზარეს ბაბუა.
"როგორ ვენდო მე ამ სასამართლოს რომ გამისამართლოს შვილი. არა. ამიტომ მოვითხოვეთ ნაფიცი მსაჯულები. ანუ, ჩვენ ხომ არ ვიძახით, ხომ არ გავურბივართ, სამართალს, რომ გაირვეს, დააზიანა თუ არა ლაზარემ ვინმე. ძაან კარგად უყურეთ ხო ვიდეოებს - მიკერილი, იქ ვიღაცა ჩანს, იქ... ყველგან როგორ იყო ეს ჩემი შვილი, ის ხომ არ იყო მართლა... მანქანასთან, ცეცხლთან, "ვაფშე" სხვა პიროვნებაა, სხვა რაღაცები აცვია, იმას რომ ისვრის, სულ სხვა ადამიანია... საერთოდ [არ ვენდობი გამოძიებას]", - ამბობს ლაზარეს მამა, ბექა გრიგორიადისი.