
ფიზიკური ანგარიშსწორება და შეიარაღებული თავდასხმა ქალაქის ცენტრში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და დეპუტატის, დილარ ხაბულიანის ძმას ჯერ სახლთან დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც რამდენიმე საათში ახალი დაპირიპირება მოჰყვა. დემურ ხაბულიანს შატბერაშვილის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელები იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ არიან. გამოძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა შეიარაღებული თავდასხმის ადგილას, ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. თავად დაზარალებული კი პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს.