

"ევროპული საქართველოს" წევრს, ოთო კახიძეს მოტოციკლის სახელური მოპარეს. კახიძემ ინფორმაცია
Facebook-ით გაავრცელა, სადაც წერს, რომ მოტოციკლი ვიდეოკამერის წინ ჰყავდა გაჩერებული. 
"პოლიციამ ყველაფერი გააკეთა პროფესიონალურად. კამერის კადრში მოტოციკლეტი კარგად ჩანს, დარწმუნებული ვარ, მოძებნიან და იპოვნიან ქურდს", - წერს კახიძე სოციალურ ქსელში.

როგორც დეპუტატმა "მთავარს" განუცხადა, შემთხვევა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ ნივთი უკვე იპოვა.