შუბითიძე ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა პროკურატურა დატოვა

გამოქვეყნდა:

სერგო შუბითიძე ჩვენებას გამოძიებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს. ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული. მას დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სატელევიზიო ინტერვიუზე დაყრდნობით, უკვე დაიწყო გამოძიება მტკიცებულებების შესაძლო გაყალბების საქმეზე.  

"ამ ეტაპზე ბატონ სერგოს როგორც უკვე მოგახსენეთ არ სურს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, ინფორმაციის მიწოდება, უკვე მან ისაუბრა საჯაროდ ტელევიზიაში",- თქვა ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ.

"ფორმულასთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუს ავტორი აცხადებდა, რომ გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი  გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა. 

23 წლის პროგრამისტის ოჯახი  კი აცხადებს, რომ შუბითიძის საჯარო განცხადებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ თამარი მოკლულია და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი