კიდევ ერთი სკანდალური ბრალდება გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ. თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამტკიცებს, რომ ინფორმაცია, რომელიც მისმა შვილმა სიკვდილამდე გაუმხილა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ქოლ ცენტრების ბიზნესს მფარველობს.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახი ასევე დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ მათ შვილს თავი არ მოუკლავს და ეს შეკვეთილი, სასტიკი მკვლელობა იყო. თამარ ბაჩალიაშვილის საქმე რამდენიმე დღის წინ ყოფილი გამომძიებლის განცხადების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა. სერგო შუბითიძე ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე იმყოფება.