სროლა თბილისში. მოძრავი ავტომობილიდან დამნაშავეებმა 54 წლის კაცს რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი ახლა მძიმე, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაშია. მას 4 ტყვია მოხვდა.
რას უკავშირდება ეს ანგარიშსწორება, ჯერჯერობით გაურკვეველია. თავდასხმა ფიროსმანის ქუჩაზე, შუადღისას მოხდა და დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დაკავებული.