სადგურის მოედანზე, ტანსაცმლის ბაზრობაზე 5 მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტანსაცმლის ბაზრობაზე 5 მაღაზია გაქურდეს. გატეხილია კიდევ 10 მაღაზიის ბოქლომი.

სავარაუდოდ, მძარცველმა პროდუქციის გატანა ვერ მოასწრო. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ბაზრობის ტერიტორიაზე არ არის არცერთი სათვალთვალო კამერა.

მძარცველები პოლიციას იდენტიფიცირებული არ ჰყავს. უცნობია ზარალის ოდენობა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი