
მკვლელობა ვერაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაიჭრეს. როგორც "მთავარი არხის" ვეგბგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, იდენტიფიცირებუილა სავარაუდო დამნაშავე.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაჭრილის მიმართულებით ისროლეს, საპასუხო სროლა გარჩევაში მონაწილე პირის დაცვამ განახორციელა.