
"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილზე თავდამსხმელი 40 წლამდე საბა გახოკიაა, რომლის განეიტრალებაც მარგველაშვილის დაცვამ შეძლო.
მომხდარის სავარაუდო მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა მარგველაშვილსა და გახოკიას შორის.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შემხვევა კაფე "ლა ვერაში" მოხდა და გარჩევაში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა.