[VIDEO] მკვლელობა ვერაზე | "მთავარმა" გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის კადრები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ვერაზე - "მთავარმა არხმა" გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.

კადრებში ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც სისხლიან გარჩევაში არაერთი პირი ჩაერთო, მათ შორის მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა და მისი ლიკვიდირება მოახერდა.

ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად 2 პირი დაიჭრა - ერთი თავად გიჩო მარგველაშვილი და მეორე - მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე.

სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი