აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - სამართალდამცველებმა ოფისი დალუქეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, აღმაშენებლის #75 ნომერში, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. პოლიციამ ტერიტორია უკვე დატოვა. სამართალდამცველებმა შენობიდან დალუქულ მდგომარეობაში გამოიტანეს კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული მოწყობილობები.

ამ დროისთვის ოფისის კარი დალუქულია. 

"გუშინ რამდენიმე პოლიციელი ტრიალებდა აქ. ვიკითხეთ რა ხდებოდა, მერე გავიგეთ, რომ ზევით არის ქოლ-ცენტრი",- ამბობს ამავე შენობაში მომუშავე პირი.

შენობას, რომელშიც ოფისებია განთავსებული, რამდენიმე მეწლე ჰყავს. მათ შორის 25%-იან წილს ფლობს დავით ვაშაძე. რა საქმიანობას ეწეოდნენ ამ შენობაში დასაქმებულები უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, წყარომ სამართალდამცველებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისის ცენტრში ერთ-ერთ 3-სართულიან შენობაში სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრები" ფუნქციონირებდა. პოლიცია შენობაში სამაშველო სამსახურის დახმარებით გუშინ ღამით შევიდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი