"ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტებს ისტორიულ ძეგლზე რეპორტაჟის მომზადებისას პოლიციამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

"ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტებს, რომლებიც სოფელ ორთაშენში განადგურების პირას მყოფ ისტორიულ ძეგლზე რეპორტაჟს ამზადებდნენ, პოლიციამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა. გადამღებ ჯგუფს მასალის მომზადების დროს სასულიერო პირმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესრულება გააგრძელეს, რის გამოც სასულიერო პირმა პოლიციაში დარეკა.

"ტვ მონიტორინგი" მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშ ჩარევად მიიჩნევს. 

"გვქონდა ინფორმაცია, რომ სოფელ ორთაშენში ნადგურდებოდა ისტორიული ძეგლი. სწორედ ამ ფაქტის გასაშუქებლად წავიდნენ ჟურნალისტები ადგილზე, იქვე შენდება ტაძარი, რომ მიუახლოვდნენ ამ ტაძარს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გამოიძახა პოლიცია, სამართალდამცავები მალე მივიდნენ ადგილზე და სრულიად უდანაშაულო ჟურნალისტებს დაუწყეს ახსნა-განმარტების ჩამორთმევა.  არგუმენტი ჰქონდა სასულიერო პირს, რომ ეს იყო ტერიტორია საპატრიარქოს კუთვნილება და არ ჰქონდათ იქ მიახლოების საშუალება, რაც დაუშვებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე სასულიერო პირის მხრიდან", - ნიკა გაბლიშვილი, "ტვ მონიტორინგის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი.

პოლიციამ "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტები ვარიანის პოლიციაში გამოკითხვაზეც დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი