კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტესტირება 222 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან კოვიდ-19 14 პირს დაუდასტურდა.  

ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულ 98 ადამიანს მკურნალობენ, სამი
პაციენტი კი გარდაცვლილია.

საქარათველოში კი Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, პირველ აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 171 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 947;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 588;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

30 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს, მსოფლიოში კი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი