ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გამო შექმნილი გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ქვეყნების უმეტესობამ უკვე შეძლო დაბრუნებოდა "ცხოვრებას იმ რიტმს, როგორც ეს COVID-19-მდე"
"დიდი იმედით ვაცხადებ COVID19-ს დასრულებულად, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ COVID-19 დასრულდა, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე" - თქვა მან